ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსს წინა კედელი სრულად ჩამოეშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების განმარტებით, ისინი ხელისუფლებას შენობის დემონტაჟს დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. კორპუსის მცხოვრებლების განცხადებით, ადგილზე არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული, რაც მოსახლეობის შიშს იწვევს.
შემთხვევის ადგილაზე გვიან ღამით გამგეობის თანამშორმლები იმყოფებოდნენ. ისინი მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებენ.