17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობა - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ხალვაშისგან გარანტიებს ითხოვს

"რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობა - მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ქიბარ ხალვაშისგან გარანტიებს ითხოვს. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი იოჰან ბირი აცხადებს, რომ ტელეარხის ახალმა მფლობელმა ეს გარანტიები საკუთარ თანამშრომლებს უნდა წარუდგინოს.

"მან უნდა წარმოადგინოს სანდო გარანტიები, რომ ის პატივს სცემს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას. მან ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიის ეკონომიკური გადარჩენა. "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება მთავარი დარტყმა სატელევიზიო პლურალიზმზე, რადგან "რუსთავი 2" წარმოადგენს გამონაკლისს, როდესაც პრო-სახელისუფლებლო ტელევიზიები ჭარბობენ ბაზარზე,“ - აცხადებს იოჰან ბირი.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  გუშინ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მფლობელის შეცვლის პოტენციური შედეგები გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

დღის ამბები