ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად გუშინ აქციის ოთხი მონაწილეც დააკავეს. ოთხივე მათგანი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული და ისინი ბრალის ოფიციალურ წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელიან.
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ბიოლოგი და მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლორთქიფანიძე აქციაზე თავად დაშავდა. მათ "კურიერს" ფოტომასალაც გადასცეს, სადაც ჩანს, რომ ლორთქიფანიძეს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი.
„შუბლზე ჰქონდა ნასროლი რეზინის ტყვია. მანამდეც არის კადრები,როგორ მიათრევდნენ პოლიციელები ხალხს, მერე მოხდა ის რაც მოხდა, მაგას დასაწყისი აქვს და სხვა ნაწილია ამოჭრილი,“-ამბობს ლორთქიფანიძის ოჯახი წევრი.
ლორთქიფანიძესთან ერთად დაკავებულ სამ პირს შორის, ერთ-ერთი თორნიკე დათაშვილია, მას ადვოკატი ცოტა ხნის წინ შეხვდა. როგორც ცნობილია, არცერთი დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს.