17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
არ არის გავრილოვის თემა ეკონომიკისთვის რაიმე ტიპის გრინვიჩის წერტილი - ესპერტები ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობენ

ექსპერტები ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებასა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ. სპეციალისტებს მიჩნიათ, რომ ხელისუფლება ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას გაურბის და თავის გამამართლებელ არგუმენტებს ეძებს. ფინანსისტი გიგა ბედიენიშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში კატასტროფული საინვესტიციო კლიმატია მოლოდინების შექმნას საფრთხეს უქმნის, ეს მათი მხრიდან კიდევ ერთ მცდარ ნაბიჯს წარმოადგენს.

„უბრალოდ ახლა არის მცდელობა მთვარობიდან, რომ რაღაცა ალიბი მოიგონონ, რაღაცას დააბრალონ ეს სიტუაცია. წლების განმავლობაში სუსტი ეკონომიკური ზრდა ახლა მიაწერონ რაღაც კონკრეტულ მოვლენებს და თან ისიც, თითქოს, ავიწყდებათ, რომ ეს კრიზისი ვინ შექმნა. ამ კრიზისზეც პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, ხომ? მათ ჩამოიყვანეს გავრილოვი, ხალხს ხომ არ ჩამოუყვანია? ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველას უთხრან, რომ საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელსაც პოლიტიკური ამბიცია შეიძლება გაუჩნდეს, იქნება მიზანი რეპრესიების მთავრობისგან. თუ ეს არის მათი მცდელობა, რომ პოზიტიური  მოლოდინები შექმნან, მაშინ მე არ ვიცი, მართლა რა არის პოზიტიური მოლოდინების შექმნა,“- განაცხადა ბედიანაშვილმა.

ამავე აზრს იზიარებს Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი. გიორგი ისაკაძის თქმით, პროცესი, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ თებერვლის თვეში, გავრილოვის ვიზიტამდე დაიწყო.  

„კარგია პრობლემის აღიარება, ცუდია, ტრადიციულად, ფოცხზე, მათ ენაზე კვლავ დაბიჯება, რომელიც მერე მუდმივად უხერხულ ადგილებში გვხვდება, უფრო სწორად არდარქმევა ყველაფრისთვის თავისი სახელისა. მე მგონია, რომ ძალიან მარტივი სტატისტიკაა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ და მე მგონია, რომ ამ მთავრობას, პრემიერმინისტრს და მთელ ეკონომიკურ გუნდს გაცილებით მეტი წვდომა უნდა ჰქონდეთ იმასთან, რასაც სახელმწიფო ხაზინა ჰქვია.  წლის დასაწყისიდან მოყოლებული არის ეს ვოლოტილობა რეალურად და ის არ დაწყებულა არც ივნისში გავრილოვამდე და არც გავრილოვის მერე. არ არის გავრილოვის თემა ეკონომიკისთვის რაიმე ტიპის გრინვიჩის წერტილი ათვლის, არა. პოლიტიკურად ნამდვილად არის და ამისი ფასი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადახდილი, მაგრამ თქმა იმისი, რომ საპროტესტო აქციები აქცევს ეკონომიკას, რომელიც ივნისში დაიწყო, არა, მაისში იყო ყველაზე მაღალი ნიშნული გაუფასურებისა, მაგრამ ეს ყველაფერი დაწყებულია თებერვალში, შეუქცევადად, უბრალოდ ცხადია, ამან აკრიფა და აკრიფა,“- განაცხადა ისაკაძემ.

ლარი დღეს კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა გაუფსაურების ანტირეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.9321 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0150 შეადგინა. 

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 3.2637 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0141 შეადგინა. 

დღის ამბები