17 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან - შეკრებილებმა ცარიელი ჯამები და ბანერი მიიტანეს

აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან - ორგანიზაცია "ერთად სახლშის" წევრები ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს აპროტესტებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილებმა, სიმბოლურად, ცარიელი ჯამები და ბანერები მიიტანეს.

ორგანიზაცია "ერთად სახლშის" წევრი, ელენე კოკაია ამბობს, რომ 100-დოლარიან კუპიურაზე ბიძინა ივანიშვილი გამოსახეს და ამით გააპროტესტეს ის, რომ სწორედ „ოცნების“ ლიდერი აწესებს ქვეყანაში რეგულაციებს.  

„გვაქვს 100-დოლარიან კუპიურაზე გამოხატული სვავი ეწ. ბიძინა ივანიშვილი და ეს არის იმის მანიშნებელი, რომ რეალურად საქართველოში რატომღაც მისი რეგულაციების ქვეშ არის მოქცეული, დოლარიც ბიძინაა, ლარიც ბიძინაა. რეალურად და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, აისახება ხალხზე. ამიტომაც, რეალურად, ჩვენი პერფორმანსის მიზანი იყო ის, რომ ამ ხელისუფლებისთვის შეგვქმნა დისკომფორტი და გვეჩვენებინა ის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ შეარჩენენ იმას, რასაც ისინი ახლა აკეთებენ,“ - ამბობს ელენე კოკაია.

ორგანიზაცია "ერთად სახლშის" ხელმძღვანელის, სალომე ჭელიძის თქმით, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველების ხარჯზე კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეს.

„საქართველოში 7 წელია, არის უკიდურესი გაჭირვება და შიმშილი, დღეს უკვე დოლარის კურსი გავიდა რაღაც ასტრალში, ადამიანებს შია და ყველა ადამიანის ჯიბეს ეხება უკვე ეს ამბავი. ანუ ბიძინა ივანიშვილი, ერთპიროვნული მმართველი, ოლიგარქი ხვდება, რომ დამთავრებულია მისი ამბავი საქართველოში და უკვე ყველაფერს შვრება, რომ კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეს ქართველების და საქართველოს ხარჯზე,“ - განაცხადა სალომე ჭელიძემ.

დღის ამბები