17 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ, მათ შორის "ტვ პირველის" დამფუძნებელსაც - ადვოკატი

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე 2018 წლის გაზაფხულიდან სექტემბრამდე 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ ბიზნესმენების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.

Image result for ვატო წერეთელიმისი განცხადებით, ერთ-ერთი პირი, ვის სატელეფონო საუბრებსაც უსმენდნენ, „ტვ პირველის“ ერთ-ერთი მფლობელი ვატო წერეთელია.

ასევე, საქმეში დევს "სამგორი M-სა" და "სამგორი ტრეიდის" მფლობელის, ავთო წერეთლის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.

ადვოკატის განცხადებით, "თიბისი ბანკის" საქმეში ბიზნესმენების, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის, სატელეფონო საუბრების გარდა, ასევე დევს თანამშრომლების და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების სატელეფონო საუბრები. 

ადვოკატი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრების მოსმენა სხვადასხვა პერიოდში ხორციელდებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები