17 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე პოლიციის სამმართველოსთან საქართველოს დროშით მივიდა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც 20 ივნისის ღამის დარბევის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალის წარდგენას ელოდება, მისი მეუღლე მივიდა.

ეკა ჯაიანი პოლიციასთან საქართველოს დროშით მივიდა. ის ამბობს, რომ მისი მეუღლისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენას შენობის სიახლოვეს დაელოდება.

National Geographic-ის მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიისას მაშველებს დახმარებას უწევდა, 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილეა. ის გუშინ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლორთქიფანიძე აქციაზე დაშავდა, მას შუბლში რეზინის ტყვია მოხვდა.

 

დღის ამბები