მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა - მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის მიღებას გულისხმობს.
მაჩალიკაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ იმსჯელებს. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია.