17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის დაკავებას გამოეხმაურა. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მორის მაჩალიკაშვილის დაუყოვნბლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ის წუხელ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდა.  

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი სამართალდამცველებმა 20 ივნისის საქმეზე გუშინ დააკვეს. მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით წარედგინა.

“მე არ ვიცი, რომელო ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინეს ჩემს ძმისშვილს. ის იქნა დღეს დაკავებული, რომელიც იდგა ჩემ გვერდით 1 წლის განმავლობაში იმას ითხოვდა, ეღიარებინათ ამ მხეცებს ის დანაშაული, რაც აქვთ ამათ ჩადენილი,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია, ელენე მაჩალიკაშვილი.

„არაფერი ვიცი, შვილო. ტელევიზორს ვუყურებდი, მაგრამ მანდ ძალადობა არ იყო. ერთადერთი ის კადრი დავინახე, ჩემი შვილი გამოჰყავდა ცუდად გამხდარი. როგორც დამიღუპეს ოჯახი, როგორც დამინგრიეს ოჯახი, როგორც მომიკლეს მთლად უდანაშაულო შვილიშვილი, ასევე უდანაშაულოდ დაიჭერდნენ იმასაც,“ - განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

მორის მაჩალიკაშვილის დაკავებას „სამოქალაქო აქტივობის ცენტრის“ გამგეობის წევრი და პანკისის სახალხო კრების წევრი, სულხან ბორძიკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ძმისშვილის დაკავება მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის დიდი დარტყმაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები