19 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
თუშეთში მგზავრებით სავსე სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "კამაზის" ტიპის მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

გავრცელებული ინფირმაციით, სატვირთო მანქანაზე ათზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმემ გადმოსვლა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

სამაშვრლო სამსახურის ბრიგადები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან.

დღის ამბები