19 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
ავარია თუშეთში - შსს-ის ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. 

უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები