20 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
ავარია თუშეთში - ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილია 5 ადამიანი, ერთს ამ დრომდე ვერ პოულობენ

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთში - ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილია 5 ადამიანი, ერთს ამ დრომდე ვერ პოულობენ. სავარაუდოდ, გარდაცვლილია არასრულწლოვანიც. დაშავებულები ვერტმფრენით თბილისში ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ. 

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვემო ალვანის მცხოვრებლები თუშეთში დღესასწაულის აღსანიშნად მიდიოდნენ, თუმცა, "კამაზის" ტიპის ავტომობილი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, დაახლოებით, 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები