პროექტი "თბილისის ცის ქვეშ“ - თბილისური ეზოების მუსიკალური ზაფხულის სეზონი, გუშინ, ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ჯანსუღ კახიძის საღამოთი დასრულდა. ღონისძიება, კახიძის 10 ნომერში, იმავე ეზოში გაიმართა, სადაც ჯანსუღ კახიძე და გალაქტიონი ცხოვრობდნენ.
საღამოზე ჯანსუღ კახიძის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი სიმღერები შესრულდა, წამყვანი კი მისი შვილი, ვატო კახიძე იყო, რომელმაც მსმენელს მამის ცხოვრებიდან სხვადასხვა საინტერესო ისტორიაც უამბო.