რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - უკვე 39-ე დღეა ქვეყნის მთავარ გამზირზე პროტესტი არ წყდება. „სირცხვილია“ - ამ ლოზუნგით ახალგაზრდები გავრილოვის ღამის ავტორის, გიორგი გახარიას გადადგომას კვლავ მოითხოვენ.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილმა დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ.
„ჩვენ გვინდა ქვეყანა, სადაც იქნება თავისუფალი სამყარო, ჩვენ გვინდა საქართველო, სადაც თავისუფლების იდეა იქნება ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტი. ეს ყველაფერი აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ შეუძლებელია დამარცხდეს თავისუფლების იდეა, შეუძლებელია დამარცხდეს იდეა, რომლისთვისაც ამდენი დღეა ამდენი ადამიანი მართავს აქციებს. მერწმუნეთ გავა დრო და არა გავრილოვი გაახსენდებათ თავმჯდომარის სკამზე, არამედ გაახსენდებათ რეაქცია ამ პროცესზე და ის შედეგები, რომელიც აუცილებლად დადგება“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
აქცია რუსთაველის გამზირზე დღესაც განახლდება, მანამდე კი ე.წ "ფლი მარკეტი" გაიმართება.