17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ოქრუაშვილს ბრალი აქვს წაყენებული კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით და შეუძლია თავის სიმართლე ამტკიცოს - არჩილ თალაკვაძე

ანტისაოკუპაციო აქციის დაკავებული მონაწილეები და ირაკლი ოქრუაშვილი, საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში შეძლებენ - პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ეს კომენტარი დღეს, მარნეულში გააკეთა, სადაც აზერბაიჯანულ მოსახლეობას მედიისაგან ფარულად ხვდებოდა. "კურიერმა" მას სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მიაგნო.

„არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და არცერთ საზოგადოებას დემოკრატიულ სახელმწიფოში არ სურს რომ ნახოს, როგორ ხდება კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივი შეტევა, როგორ ხდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე  შეტევა და როგორ ხდება შეტევა პარლამენტზე.

გამოძიება მიმდინარეობს კონკრეტულ ფაქტზე და მას ბრალი აქვს წაყენებული, არა როგორც პოლიტიკურ აქტივისტს ან პოლიტიკური პარტიის წევრს, არამედ ბრალი აქვს წაყენებული კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, სადაც მას ექნება საშუალება თავის სიმართლე ამტკიცოს სასამართლოსი, ისარგებლოს დაცვის უფლებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვისაც სასამართლოში დაუდასტურდება, რომ ჩადიოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, აორგანიზებდა ძალადობას ან შეტევას პარლამენტზე, ბუნებრივია, იმ ადამიანებს მოუწევთ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ კანონის წინაშე,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

დღის ამბები