ნუ შეგეშინდებათ დაღლილობისა, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულსა და ძალასაც აძლევს - ამ სიტყვებით მიმართა პატრიარქმა მრევლს ყოველკვირეული ქადაგების დროს.
ილია მეორემ ცხოვრებისეულ განსაცდელზე და ამ სირთულეების გადალახვაზე ისაუბრა. ქადაგების ბოლოს პატრიარქმა მრევლი დალოცა, გაძლიერება და სულიერი სიმშვიდე უსურვა.
„მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას. უფალი ჩვენთაა, ჩვენ არს ღმერთი. დალოცვილი და გახარებული იყავით. ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს. დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო და მთელი მსოფლიო,“ - განაცხადა ილია მეორემ.