17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
,,გააღვიძე ოლიგარქი" - აქცია შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან 

,,გააღვიძე ოლიგარქი" -  საპროტესტო აქცია შეკვეთილში, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები საყვირების გაბმული ხმითა და შეძახილებით ივანიშვილის სახლის შესასვლელთან მივიდნენ და მისთვის დისკომფორტის შექმნას შეეცადნენ.

მომიტინგეების თქმით, ამ ფორმით მათ „ქართული ოცნების “ ლიდერის გამოფხიზლება სურდათ. მათ გავრილოვის“ სისხლიანი ღამეზე სრული პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ დააკისრეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. 

„ჩვენი მიზანი არის, რომ გავაღვიძოთ ოლიგარქი, გავახელინოთ თვალები და მიხვდეს და შეიგნოს ოლიგარქმა, რომ საქართველოში არ გავა „გავრილოვების“ შემოყვანა. გახარიამ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ახალგაზრდა ბავშვები, რომელმაც გააპროტესტეს „გავრილოვის“ ღამე, მიიღეს ტყვიები. ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დაგვჭირდება, იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ივანიშვილს, ხელი ჩასჭიდოს გახარიას და მასთან ერთად დატოვოს საქართველო,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მამუკა კომახიძემ.

დღის ამბები