17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
"გახარია წადი" - აქცია პარლამენტთან განახლდება და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია "სირცხვილია" რუსთაველზე დღესაც განახლდება.

პარალელურად ერთ-ერთი დაკავებულის, ბესო თამლიანის დედას ხელმოწერების შეგროვებაში აქციის ორგანიზატორები და სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან. მათი განცხადებით მიზანი, უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებაა.

გუშინ კი აქციის ფარგლებში „ფლი მარკეტი“ გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოში მოქმედმა სტარტაპერებმა თავიანთი პროდუქცია გამოიტანეს გასაყიდად და შემოსული თანხის 20% აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე ნებაყოფლობით ჩარიცხეს.

გუშინვე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც იუბილარი იყო,რუსთაველზე დაბადების დღის აღსანიშნავი ტორტი მიიტანა წარწერით "გახარია წადი". 

დღის ამბები