17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ჟურნალ "Vogue"-ის სექტემბრის ნომერი მეგან მარკლის ავტორობით გამოვა

ჟურნალ "Vogue"-ის სექტემბრის ნომერი მეგან მარკლის ავტორობით გამოვა. პრინც ჰარის მეუღლე სტუმარ-რედაქტორის სტატუსით მიიწვიეს. მან ვოგის სექტემბრის გამოცემისთვის 15 გავლენიანი ქალი შეარჩია, რომელთა ფოტოებიც ნომრის პირველ გვერდზე დაიბეჭდება. მათ შორის იქნებიან, ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი, მსახიობი სელმა ჰაიეკი და შვედი თინეიჯერი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

მეგან მარკლი ნომერზე ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. "Vogue"-სთვის მან ყოფილ პირველ ლედისთან, მიშელ ობამასთან და ანთროპოლოგ ჯეინ გუდოლთან ინტერვიუებიც ჩაწერა.

დღის ამბები