ერთი გარდაცვლილი და სამი მოწამლული - მეგობრის დაკრეფილი სოკო საბედისწერო აღმოჩნდა 64 წლის ნოდარ ლიპარტელიანისთვის. მამაკაცი სახლში უგონო მდგომარეობაში მეზობელმა იპოვა. პირველადი დახმარება მას ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ ლენტეხის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნოდარ ლიპარტელიანი ინტოქსიკაციიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
სოკოთი კიდევ 3 მამაკაცი მოიწამლა. მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო, ამიტომ ქუთაისში გადაიყვანეს. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. სამივე მათგანის ჯანმრთელობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
„კურიერის“ ინფორმაციით მამაკაცებმა სამი სხვადასხვა სახეობის სოკო შეჭამეს. დაკრეფილი სოკო ახლა ექსპერტიზაზეა წაღებული. სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს სოკოს სახეობები და რამ გამოიწვია მწვავე ინტოქსიკაცია, ასევე ხომ არ იყო დარღვეული სოკოს მოკრეფის, შენახვის ან დამუშავების წესები. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.