სამდღიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თუშეთი-ომალოს გზაზე უშედეგოდ დასრულდა. 17 წლის ლევან შაბალაიძეს მაშველები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ის წყლის მძლავრმა დინებამ გაიტაცა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მანქანის გაუმართაობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი ამჯერადაც დანგრეული გზა გახდა.
თუშეთის მოსახლეობა ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომელიც ამ გზაზე საკმაოდ ხშირია, ისინი სწორედ მათ უპასუხისმგებლობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შარშანდელი დაპირება თუშეთი-ომალოს გზაზე გვირაბის მშენებლობის შესახებ, დღემდე მხოლოდ დაპირებად დარჩა.
თუშეთი-ომალოს გზაზე ტრაგედია 3 დღის წინ ტრაგედია დატრიალდა. 2 დღეა ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკასთან ერთად მყვინთავებიც მუშაობენ.
უმძიმეს ავტოკატასტროფას მხოლოდ ხუთი ადამიანი გადაურჩა, ექვსი კი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა თუშეთის გზაზე შაბათს მოხდა.
ავტორი: ია გულიაშვილი