ერევანში "კურიერის" ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის დასმულ შეკითხვას უკვე გამოეხმაურა რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".
როგორც სააგენტო წერს, რუსეთის ლიდერს შეკითხვა ქართველმა ჟურნალისტმა დაუსვა. რუსული სააგენტო აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ კითხვა ვლადიმერ პუტინს სხდომაზე შესვლის წინ, ჟურნალისტმა გზად დაუსვა.
შეგახსენებთ, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა მარიამ მენაბდემ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა რუსული ოკუპაცია და ეკითხა მისთვის, როდის დატოვებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიას.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდის დაიწყებს რუსეთი ნაკისრი მოვალეობების შესრულებას, პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი უკვე ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს.