18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის გაკეთებული მორიგი პროვოკაციული განცხადება" - ექსპერტები პუტინის პასუხზე

ექსპერტები პუტინის რეაგირებას "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის კითხვაზე დასავლეთისადმი მიმართულ მორიგ პროვოკაციულ განაცხადად მიიჩნევენ. მათ შეფასებით, ეს იყო პუტინის კიდევ ერთი მცდელობა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ წარმოეჩინა.

"მისი დღევანდელი განცხადება არის არა მარტო საქართველოსთვის გაკეთებული განცხადება, არამედ ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის გაკეთებული მორიგი პროვოკაციული განცხადება, რომ ეს მისი გავლების სფეროა და რუსეთი, რომელიც გასულია საერთაშორისო სამართლის ვლიდან, ის კვლავაც ამას გააგრძელებ," - აცხადებს  პაატა გაფრინდაშვილი.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ რუსეთი მასზე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

"რუსეთს ყოველთვის ტრადიცია ჰქონდა სამწუხარო, ცდილობდა, რომ არ შეესრულებინა მასზე აღებული ვალდებულებები და ყოველთვის გამოეყენებინა თავის სასიკეთოდ," - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

პუტინის რეაგირება არ უკვირს თავდაცვის ყოფილი მინისტრს, თინათინ ხიდაშელს.

"ნებისმიერი სხვა პასუხი, პრეზიდენტ პუტინის მხრიდან იქნებოდა ოკუპაციის აღიარება და ამას შესაბამისი ნაბიჯი უნდა მოჰყოლოდა" - თინათინ ხიდაშელმა.

"კურიერის" ჟურნალისტმა, მარიამ მენაბდემ ერევანში რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენა რუსული ოკუპაცია და კითხა როდის დატოვებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიას. ,"როცა გადაწყვეტილებას მივიღებთ" - ასეთი იყო ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის პასუხი.

 

 

დღის ამბები