როგორ მიმდინარეობს ტაქსების რეფორმა - სადავო თემას დღეს თბილისის მერი კახი კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. კახი კალაძის ინფორმაციით ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლების 30 პროცენტმა სავალდებულო ტექდათვალიერება ვერ გაიარა. დანარჩენების ნახევარი კი A კატეგორიის მფლობელი გახდა.
თბილისის მერმა ტაქსის მძღოლებისთვის განკუთვნილ საშეღავათო ვაუჩერებზეც ისაუბრა, რომელიც ავტომობილების ფერის შეცვლის და ქიმიური წმენდისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მძღოლებმა აღნიშნული ვაუჩერებით თითქმის არ ისარგებლეს.
დღესვე გაირკვა, რომ თბილისის ბიუჯეტი 125-ი მილიონი ლარით იზრდება. მომავალ წელს ბიუჯეტის სრული მოცულობა მილიარდ ორასი მილიონი იქნება.