პარლამენტთან გამართულ აქციაზე შალვა ნათელაშვილმა საკანონდებლო ორგანოსგან ქართველი ერის ისტორიული გენოციდის შესახებ დადგენილების პროექტის შემუშავება მოითხოვა.
პარტიის ლიდერმა შესაბამისი პროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ნათელაშვილის განცხადებით, დღეს, გაგრის დაცემის დღეა და სიმბოლურად 2 ოქტომბერი ქართველების გენოციდის დღედ უნდა გამოცხადდეს:
"იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ერთხელ მაინც იქნება გულწრფელი და პასუხისმგებელი თავის ხალხთან. გადაუდებლად უყარეთ კენჭი ამ დადგენილებას, მით უფრო იმ ფონზე, რომ დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო იღებს დადგენილებას, რომლის თანახმადაც პატარა ერებს გენოციდს საქართველო უწყობდა," - განაცხადა ნათელაშვილმა.