იუსტიციის მინისტრმა დღეს მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მონაცემები წარმოადგინა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქვეყანის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.
"მნიშვნელოვანია რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველომ გაიუმჯობესა კიდევ თავისი მდგომარეობა და მსოფლიო ბანკის 186 ქვეყნიდან, მე-18 ადგილი დაიკავა.ეს რეიტინგი საქართველოსთვის არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი,"-განაცხადა იუსტიციის სამინსტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა.