18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"ირაკლი ქორიძე ვანო ზარდიაშვილის პირადი პატიმარია" - ადვოკატი ნონა ფილაური
დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ირაკლი ქორიძის ადვოკატებმა სასამართლოზე ზეწოლაში  დასდეს ბრალი.
 
ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ქორიძის საქმეზე პირადი დაინტერესების შესახებ დეპუტატმა ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა და თქვა, რომ ქორიძე პრეზიდენტ მარგველაშვილის ნათესავია და ბესელიამ ის სწორედ ამ მიზეზით შეიწყალა.
 
საქმეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი განიხილავს, რომელიც პარალელურად უზენაესი სასამართოს მოსამართლეობის კანდიდატია.
 
ვანო ზარდიაშვილი ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
 
როგორც ქორიძის ადვოკატი ნონა ფილაური ამბობს, საქმე პირად ინტერესებშია:
 
"ზარდიაშვილს, როგორც დეპუტატს, არ ჰქონდა უფლება ასე ხმამაღლა ესაუბრა, ასე უსამართლოდ და უკანონოდ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით. ირაკლი ქორიძე არის ვანო ზარდიაშვილის პირადი პატიმარი. ის მიზანმიმართულად ცდილობს მის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი და სწორედ აქედან გამომდინარე, გვაქვს ეჭვი, რომ აქ კერძო მოტივები არსებობს" - განაცხადა ადვოკატმა ნონა ფილაურმა.
დღის ამბები