18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
1 ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ

ტაქსის მძღოლების ხარჯზე სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი გაჩნდა. რეგულაციის დარღვევის გამო მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.

ტაქსის მძღოლების იმ ნაწილმა, რომელმაც მერიის ვაუჩერის აღება დააგვიანა, ახლა კი, მანქანის თეთრად შეღებვის საშუალება არ აქვს, გამოსავალი იპოვა. იმის, გამო რომ ავტომობილს ტაქსის ნიშანს ვერ უკეთებენ მგზავრებს მომსახურებას თავად სთავაზობენ. მეორე ნაწილი, კი მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობს.

რეფორმით უკმაყოფილოები არიან ლიცენზირებული მძღოლებიც. ამბობენ, რომ საკუთარი ავტომობილების თეთრად შესაღებად ბანკიდან სესხის გამოტანა მოუხდათ.

ქალაქის მერიის მიერ გატარებული რეგულაციის შედეგებს აფასებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დედაქალაქის მთავრობისგან ტაქსოპარკის მოწესრიგებას ითხოვდნენ.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ - ჯორჯიაში” ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ვასო ურუშაძის თქმით, მანქანების უსაფრთხოებისა და დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არაფერი შეცვლილა.

რეგულაციის უარყოფითი მხარეები კარგად არის ცნობილი დედაქალაქის მერისთვისაც. კახი კალაძე ამტკიცებს, რომ პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება და რეგულაციის გაუქმებას არ აპირებს.

 დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

პარლამენტის ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ჯარიმისგან 700-ზე მეტი მძღოლი გათავისუფლდება.

 

 

დღის ამბები