18 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"ოპოზიცია ყოველთვის ამბობს, რომ დიდი ასტეროიდი მოდის, რომელიც დედამიწას დაეჯახება და ამას ჰქვია "ქართული ოცნება" - რომან კაკულია

მმართველ გუნდში ოპოზიციის შენიშვნებს არ იზიარებენ, თუმცა იმას, რომ 2020 წლისათვის ქვეყანას ექნება საკმაოდ დიდი როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალი და ეს პრობლემაა, უმრავლესობის წევრებიც აღიარებენ. სხვა მხრივ მმართველი გუნდი ამბობს, რომ პენსიებისა და ხელფასების ზრდასთან 2020 წლის არჩევნები არაფერ შუაშია, რადგან ბიუჯეტი თითოეულ მოქალაქეზეა ორიენტირებული.

​"ოპოზიცია ყოველთვის ამბობს, რომ ახლა დიდი ასტეროიდი მოდის, რომელიც დედამიწას დაეჯახება და ამას ჰქვია "ქართული ოცნება", მაგრამ ჩვენ მოდი მივუდგეთ ამას ასე, რომ ბიუჯეტი მთავარია შესაბამისობაში იყოს იმ პოლიტიკასთან, რომელიც შენ გაქვს დეკლარირებული. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ჩაიდო გარკვეული მნიშვნელოვანი თანხა, მაგრამ არანაირად არ შემცირებულა ის ხარჯები, რომელმაც ბიზნესის განვითარება უნდა უზრუნველყოს და ინფრასტრუქტურული განათლებასთან და კვლევასთან დაკავშირებული მოცემულობები შენარჩუნებულია. ეს არ არის ახლა ფაქტორი, რომლითაც შეიძლება ვიამაყოთ სამწუხაროდ, მაგრამ ეს იმ ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, რომელიც ჩვენ ობიექტურად მიგვაჩნია," - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სრული მოცულობა არის 14 მილიარდ 200 მილიონი. რაც შეეხება პარლამენტში გასავლებ პროცედურებს, დღეს დაიწყება განხილვა დიასპორის კომიტეტში და 18 ოქტომბრამდე ყველა კომიტეტმა ბიუჯეტი უნდა განიხილოს. რაც შეეხება უკვე დოკუმენტის საბოლოოდ დამტკიცებას, ეს მოხდება არაუგვიანეს დეკემბრის თვეში, ვინაიდან კომიტეტებში განხილვის შემდეგ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაუბრუნდება მთავრობას შენიშვნებისთვის და საბოლოო რედაქცდია სწორედ წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

დღის ამბები