18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
"შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ"- პრეზიდენტი მორიგი სკანდალური შეწყალების საქმეზე

"შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ," - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას შეწყალების საქმეზე.

ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს დაწყნარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე განმარტების მიცემის ვალდებულება არ აქვს.

"დაწყნარდით, რატომ ხართ ასე? მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტებმა პრეზიდენტს კითხვა სკანდალური შეწყალებების საქმეზე ორბელიანის მოედანზე ყოფნისას დაუსვეს, სალომე ზურაბიშვილი თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს ესწრება.

დღის ამბები