"როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ შემდეგი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. გიორგი გახარიას დღეს შეკითხვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებითაც დაუსვეს. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ვანო ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადების დაწყებას, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომეს ფაქტი არჩევნებისთვის მზადებას არ უკავშირდება.
"ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით ვმუშაობთ და ამ პრინციპით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადებით,"- განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან.