18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
გიორგი გახარია: ფრენების სუბსიდირებას რუსეთთან არ განვიხილავთ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რუსეთთან ფრენების სუბსიდირების საკითხი არ განიხილება, თუმცა მისი განცხადებით, სუბსიდირების ფორმები ქვეყნისთვის კომერციულად საინტერესოა.

გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველო ევროპის 50 წერტილში პირდაპირ ფრენებს ახორციელებს. 

"ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ. ჩვენ დაახლოებით 50 წერტილი გვაქვს ევროპაში, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი მაქსიმალურად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში. ამ ინსტრუმენტს ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებთ. ეს სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო ქვეყნისთვის და მისაღები. თუმცა ეს ის ინსტრუმენტა, რომელიც კარგად მუშაობს," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები