პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოთხი საათია მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს უსმენენ.
დეპუტატების კითხვებს ამჯერად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე პასუხობს. მოსამართლესთან შეკითხვები მის წარსულ საქმიანობას ეხება.
"სასამართლო სისტემაზე არ ხდება არაფორმალური ზეწოლა?! ბიძინა ივანიშვილი ერევა თუ არა პარლამენტის მუშაობაში?! თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ზარდიაშვილი, ერთ-ერთი დეპუტატი საკუთარი ნებით წავიდა პარლამენტიდან?!“ - მიმართა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს.
დეპუტატს ზამბახიძემ თავის მხრივ უპასუხა, რომ მართლმსაჯულებას კანონიერად ახორციელებს და პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გააკეთებს.
ტრადიციულად სხდომა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.