აზერბაიჯანის მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალი ასადოვი აირჩიეს, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის პოსტს იკავებდა.
ალი ასადოვმა ამ თანამდებობაზე ნოვრუზ მამედოვი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წლის აპრილიდან მუშაობდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნოვრუზ მამედოვმა თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტს თავად მიმართა, თუმცა მიზეზი არ კონკრეტდება.