"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ დღეს მედიასთან ბრიფინგი გამართა და წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც, მისი მტკიცებით, შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს ადასტურებს.
თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, რომელსაც 2003 წელს სახელი გადაერქვა და გახდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი, თუმცა შალვა თადუმაძის დიპლომში ის უკვე ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტადაა მოხსენიებული.
თინა ბოკუჩავა მოითხოვს, რომ შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე კანდიდატურა მოხსნას და მთავარი პროკურორის თანამდებობაც დატოვოს.