ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებები გრძელდება. დღეს მოლაპარაკებების მეორე დღეა.
მხარეები მთავარ საკითხებს დისკუსიის ფორმატში დაუბრუნდებიან. ოფიციალური თბილისი გახშირებულ გატაცებებზე, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებსა და ბორდერიზაციის საკითხზე ისაუბრებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი თემა ჩორჩანასა და გუგუთიანთკარში მომხდარი ფაქტები იქნება.
"ფონი საკმაოდ რთული არის ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. ახალი მომლაპარაკებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და აქ მთავარია არა პიროვნული თვისებები, არამედ თუ რა პოზიცია აქვს თვითონ ქვეყანას და ასე ვთქვათ, სტრატეგიითა და ტაქტიკური მონახაზით ჩამოდის. თუმცა, თავისთავად, ვფიქრობთ, რომ ყველა ახალ ადამიანს შეუძლია დადებითი დინამიკა შემოიტანოს. წინასწარ რთულია რამე მოლოდინებზე საუბარი. სიმართლე გითხრათ განსაკუთრებულ გარღვევას არ ველოდებით, მაგრამ იმედია ისეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გადადგამს ნაბიჯებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში,"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი 8 ოქტომბერს დაიწყო.