18 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"ყველას, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ვეპატიჟები სახინკლეში"- გოცირიძე შალვა თადუმაძეს

ოპოზიციას გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ სჯერა. რომან გოცირიძემ დღეს შალვა თადუმაძის ჯგუფელებს შეთავაზებაც გაუკეთა. მისი თქმით, ვინც თადუმაძისნაირ დიპლომს მოუტანს ყველას სახინკლეში ეპატიჟება.

"მინდა მივმართო თქვენს თანაკურსელებს, მე მეგონა იქნებოდა ჯგუფში ერთი 20 კაცი, მაგრამ თქვენ თქვით რამდენიმე ათეული, ასი. ალბათ მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ აორთქლდება, მაგრამ მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენ ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყუოთ, მე მექნება ხელში თქვენი დიპლომი და ვინც ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში,"- მიმართა რომან გოცირიძემ თადუმაძის ჯგუფელებს.

"დავაორგანიზებ, ბატონო რომან, აუცილებლად,"- უპასუხა შალვა თადუმაძემ.

შეახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, შალვა თადუმაძეს ინსტიტუტში ჩაბარების თარიღად 1993 აქვს მითითებული, მაშინ როდესაც ეს სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა. თადუმაძის თქმით, ეს იმის გამო მოხდა, რომ მან ერთი წელი ექსტერნად ჩააბარა და იმისთვის, რომ დიპლომში 5 წლიანი სასწავლო პროგრამა სრულად ასახულიყო სწავლის დაწყების თარიღმა ერთი წლით წინ გადაიწია.

დღის ამბები