"რუსეთი ოკუპანტია და ყველა ქართველის ვალდებულებაა, რეალობა დააფიქსიროს. არ ვიცი სხვები რატომ იკავებენ თავს, მე ამ დიპლომით მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ყოველ შემთხვევაში ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა,"- ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძემ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს, რომელმაც მას რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.