18 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
საქართველოზე სტატია "სქოტსმენტში“ - ევროპელი პოლიტიკოსები რუსულ აგრესიაზე წერენ

ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, ევროპელი პოლიტიკოსები საერთაშორისო საზოგადოებას რუსულ აგრესიას  ახსენებენ.

"არ შეიძლება დაგვავიწყდეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია,“ - ამ სათაურით შოტლანდიურ გაზეთში ევროპარლამენტის ყოფილი წევრი სტრუან სტევენსონი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტევენსონი წერს, საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი სტატიაში აღნიშნავს, რომ საქართველოს წინაშე რამდენიმე მთავარი გამოწვევაა, რომლის შესრულების შემდეგაც, ნატო და ევროკავშირი მას გაწევრიანებაზე უარს ვეღარ ეტყვიან.

დღის ამბები