საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსალოდნელი ძლიერი ტაიფუნის შესახებ იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. იაპონიაში საქართველოს საელჩო იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისაგან თავი შეიკავონ, რათა მაქსიმალურად აირიდონ შესაძლო მოსალოდნელი საფრთხე.
"იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601," - წერია იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია ტაიფუნ "ჰაგიბისზე", რომელიც იაპონიის სანაპიროებამდე ხვალ მიაღწევს.