18 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
უფლებადამცველთა ჯგუფი შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართავს

უფლებადამცველთა ჯგუფი შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართავს. კახა წიქარიშვილი და ზაზა ხატიაშვილი თადუმაძის დიპლომის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებენ და საგამოძიებო უწყებას საკითხით დაინტერესებას მოუწოდებენ.

ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, იურისტებს და იურიდიულ კომპანიებს მოუწოდებს მოითხოვონ გენერალური პროკურორის სავარაუდოდ ყალბი დიპლომის ფაქტზე გამოძიების დაწყება და საქმეზე სარჩელი შეიტანონ.

"ჩვენ ვიყავით ბუჩქებში, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ანადგურებდა სასამართლო სისტემას. დღესაც ბუჩქებში ზიხართ და უყურებთ, როგორ ანადგურებს ივანიშვილის რეჟიმი სასამართლო სისტემას. მე მოგიწოდებთ ყველა პატივმოყვარე იურისტს დაწეროთ საჩივარი, ყველა იურიდიულ კომპანიას და შემოიტანოთ საჩივარი და მოითხოვოთ გენერალური პროკურორის მხრიდან სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტის ფაქტზე გამოძიების დაწყება," - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გამგეობის თავმჯდომარე თქმით, არასწორი თარიღი შეგნებულად არის მითითებული, რაც დიპლომის სიყალბეს ადასტურებს.

"შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია არასწორი თარიღი და ეს არის შეგნებულად მითითებული, რომ მან ამა და ამ წელს ჩააბარა სასწავლებელში. ეს არის მინიმალური მონაცემი, რაც ადასტურებს მის სიყალბეს. ამის გარდა ასევე ეჭვის ქვეშ დგას ის, რომ ის სწავლობდა თუ არა ამ უნივერსიტეტში საერთოდ," - აცხადებს კახა წიქარიშვილი.

დღის ამბები