გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იმ სავარაუდო კანდიდატებს შორისაა, რომლებიც 2020 წლის "ქართული ოცნების" სიაში ვეღარ მოხვდებიან. მდინარაძე აღნიშნულს არც უარყოფს და არც ადასტურებს და აცხადებს, რომ ამას "ოცნების" პარტიული ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. მდინარაძის თქმით, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამასთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატული აზრი აქვს და მისი პარლამენტში დარჩენის წინააღმდეგია, მისი მეუღლეა:
"მე, ჟურნალისტებმა მათ შორის, ორი დღის წინ პარლამენტიდან გამიშვეს და 2020-ის სიაში როგორ უნდა მოვხვდე?! ამას გადავწყვეტთ ჩვენ და ქართული ოცნების პარტიის ხელმძღვანელობა, წინასწარ არავისზე არ შეიძლება ლაპარაკი. ერთადერთი ადამიანია, ვისაც გამოხატული აქვს მკაფიოდ აზრი, რომ მე არ უნდა ვიყო 2020-ის სიაში და ეს არის ჩემი მეუღლე,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.