18 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"ჩეკისტური კითხვები" და საეჭვო კავშირი ვანო ჩხარტიშვილთან - რა შეკითხვები აქვს ოპოზიციას ვლადიმერ კაკაბაძესთან

პარლამენტში უკვე სამი საათია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს უსმენენ. გასაუბრებაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა,  რატომ შეადარა ვლადიმერ კაკაბაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი "ჩეკისტურ დაკითხვას", რაზეც კაკაბაძემ უპასუხა, რომ გასაუბრებისას მას ერთი და იგივე კითხვა 30 წამის განმავლობაში 3-ჯერ დაუსვეს. ამ პასუხზე ბოკერიამ კაკაბაძეს ურჩია, რომ ტერმინები კორექტულად გამოიყენოს. 

"აქაც ჩეკისტურად ჩათვლით, როდესაც უხერხულ კითხვებს დაგისვამენ?"- მიმართა ბოკერიამ კაკაბაძეს.

ლევან გოგიჩაიშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ "თბილისის თამბაქოსა" და "ფილიპ მორისის" დავაზე კაკაბაძის გადაწყვეტილება მოტივირებული იყო ვანო ჩხარტიშვილის ინტერესით და ჩხარტიშვილს მოსამართლეზე გავლენა ჰქონდა, გოგიჩაიშვილმა არც სავარაუდო კორუფცია გამორიცხა. გოგიჩაიშვილის თქმით, ვანო ჩხარტიშვილის სასამართლო საქმეები საეჭვოდ მუდამ ვლადიმერ კაკაბაძესთან ხვდებოდა. გოგიჩაიშვილის ამ განცხადებას არ დაეთანხმა მოსამართლეობის კანდიდატი და დეპუტატს კონკრეტული მაგალითების მოყვანა მოსთხოვა.

დღის ამბები