18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

საქართველოს რეიტინგი BB მინუსიდან BB-მდე გაუმჯობესდა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor"s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით გაზარდა, პროგნოზით "სტაბილური".

ეს 2011 წლის შემდეგ პირველი გაუმჯობესებაა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველომ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. 2015-2018 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ თითქმის 4-პროცენტიან ნიშნულზე იყო. კომპანიას სამომავლოდაც პოზიტიური პროგნოზი აქვს.

აღნიშნულ თემას, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა:

"ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც გააუმჯობესა რეიტინგი, ესაა ის, რომ საქართველო განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ამჟღავნებს ისეთ მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ, როგორი ხარისხისაც აქამდე არ ყოფილა,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა

დღის ამბები