ქეთევან ციხელაშვილი რიგის 2019 წლის კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელზე -"მომავლის გზის მშენებლობა - საქართველო და უკრაინა".
კონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის დეტალებზე გამახვილდა ყურადღება. რიგის კონფერენციას 40 ქვეყნის 500-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, ექსპერტი, დიპლომატი და მეცნიერი ესწრება.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მას ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც ამავდროულად არის ევროპის უსაფრთხოების გამოწვევაც.