"თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს"- ამ ტრანსპარანტებით მატროსოვის ციხესთან ლეიბორისტულმა პარტიამ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული, სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს "ქართული ოცნების" დელეგაციებს სანქციები დაუწესოს.
"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისათვის. მე მინდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ცოტა დრო დაგრჩენია, ძალიან დიდი რისხვა გელოდება ხალხის, ესენი ყველა გაათავისუფლე, იმისათვის, რომ ერთი-ორი წელი მაინც მოგაკლდეს მერე სასამართლო განაჩენში,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.