ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია, უკან გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები.
ალიანსის რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს საკითხიც მოხვდა. ალიანსის წევრი ქვეყნების დეპუტატები დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ საქართველოს გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს.
65-ე სესიის ფარგლებში კომიტეტმა დოკუმენტს კენჭი უკვე უყარა. ანგარიშის ავტორი ხორვატი მომხსენებელი მირო კოვაჩია.