საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა ექსპერტთა კლუბი შექმნა. "რეფორმების ლაბის" მიზანი პოლიტიკური პარტიებისთვის ზეპოლიტიკური და ზეპარტიული დღის წესრიგის შექმნაა. კლუბში ექსპერტები და ადგილობრივი სპეციალისტები არიან გაწევრიანებული.
"რეფორმების ლაბის" პირველი შეხვედრა "ახალი საქართველოს" ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან შედგა. ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, ექსპერტთა კლუბი ყველა პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლებს.
"მიზანი არის შემდეგნაირი, რომ ჩვენ შევთავაზოთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, ჩვენი მხრიდან ზეპარტიული პროგრამა, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ საარჩევნო პროგრამაში, ქვეყნის განვითარების გეგმის დაწერაში. ეს არის თემები რომლებშიც ექსპერტები კარგად ერკვევიან, რომელიც უკეთებიათ და მოეთხოვებათ ექსპერტიზა და ეს არის თემები, რომელიც დაეხმარება საქართველოს განვითარებას," - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
"ყალიბდება რეფორმების ლაბორატორია, ეს არის ევროპული უმაღლესი რანგის პრაქტიკა, როცა ექსპერტული წრეები ქმნიან მექანიზმს, როგორ შევთანხმდეთ რეფორმების სტრატეგიაზე. ჩვენ "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში სწრაფი გარღვევის გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რაც ძალია სჭირდება ქვეყანას," - აცხადებს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.