18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
"იყვნენ ურწმუნოები და ერთად გახდნენ მორწმუნეები... ხელახლა დალაგდებიან" - კობახიძე ენმ-სა და "ევროპული საქართველოს" დავაზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის დაპირისპირება რეალურია, თუმცა კობახიძის თქმით, ეს ორი ოპოზიციური პარტია საერთო ინტერესის გამოჩენის შემთხვევაში მაინც მოახერხებს ერთმანეთთან სიტუაციის დალაგებას.

"დაპირისპირება მე მგონია რეალურია და ეფუძნება მათ კონკრეტულ სუბიექტურ ინტერესებს, თუმცა მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქმე საქმეზე, რომ მიდგეს ისინი აუცილებლად ხელახლა დალაგდებიან ერთმანეთში იმიტომ, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად ერთნაირი მენტალიტეტი, ერთნაირი ღირებულებები, ბრჭყალებში. აქედან გამომდინარე, როგორც კი მათ ინტერესებს ეს დასჭირდება  ისინი აუცილებლად დაახლოვდებიან. ხედავთ, რომ ისინი იყვნენ ერთად ურწმუნოები და ერთად გახდნენ შემდეგ მორწმუნეები. ეს არის მათი საერთო ღირებულებები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ორ ოპოზიცური პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის აზრთა სხვადასხვაობა, პოლიტიკური ამნისტიის საკითხზე შეიქმნა. "ევროპულ საქართველოში" მიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი წინამორბედი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყონ, რადგან ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და შეიქმნება პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხე.

დღის ამბები