18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"არც ბოკერიას და არც ბოკუჩავას გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ვინ აგებს პასუხს კონკრეტული დანაშაულისთვის"- ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება, წინა ხელისუფლების დანაშაულები, უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა დროებითმა პალატამ უნდა განიხილოს. ბოკუჩავას თქმით, ის რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტობით ცდილობს თავის დამკვიდრებას, კითხვის ნიშნებს აჩენს მათ რეალურ მოტივაციებთან დაკავშირებით.

"არც ბოკერიას და არც ბოკუჩავას გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ვინ აგებს პასუხს კონკრეტული დანაშაულისთვის. ეს უნდა გააკეთოს სამართლიანმა სასამართლომ, რაც ქვეყანაში არ არის და ამიტომ როგორც შუალედური გამოსავალი, ჩვენი შემოთავაზება არის, რომ მოხდეს დროებითი პალატის დაკომპლექტება უცხოელი მოსამართლეებით, ესა თუ ის პოლიტიკური ძალები თუ საკუთარი თავის წარმოჩენას ეცდებიან ოპოზიციის ოპოზიციაში,იმიტომ რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური პარტიაა, რა თქმა უნდა ვერ გამოვრიცხავთ, რომ გაჩნდეს კითხვის ნიშნები მათი რეალური მოტივაციების შესახებ,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ორ ოპოზიცური პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის აზრთა სხვადასხვაობა, პოლიტიკური ამნისტიის საკითხზე შეიქმნა. "ევროპულ საქართველოში" მიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი წინამორბედი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყონ, რადგან ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და შეიქმნება პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხე.

დღის ამბები